თემა არსებობდა, რომ უნდა მოეხდინათ ცესკოს თავმჯდომარის დისკრედიტაცია და შემდეგ „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი დაიკავებდა მის თანამდებობას და ცესკოს ოპოზიციონერ ხელმძღვანელს უნდა ჩაეტარებინა არჩევნები, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„არსებობდა თემა, რომ უნდა მოეხდინათ ცესკოს თავმჯდომარის დისკრედიტაცია ამ ცრუ კამპანიებით, შემდეგ მისი ოპოზიციონერი მოადგილე, რომელიც „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრია, დაიკავებდა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას. ცესკოს ოპოზიციონერ ხელმძღვანელს უნდა ჩაეტარებინა არჩევნები. მაგალითს ვერ მოიტანს ვერც რადიკალური ოპოზიცია და ვერც პრეზიდენტი, რომელმაც ვეტო დაადო საარჩევნო კანონს, რომ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში იყოს ანალოგიური მდგომარეობა საკანონმდებლო სივრცეში“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
არჩევნებამდე 8 თვით ადრე ოპოზიცია ცესკოს მუშაობას უნდობლობას უცხადებს. ოპოზიციაში გაკეთებული განცხადებები მმართველი პარტიისთვის პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ოპონენტების მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ცესკოს საქმიანობის მიმართ უნდობლობის გაჩენაა.