ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე ოპოზიციის დუმილს გურამ მაჭარაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ოპოზიციამ ამ თემის გადასაფარად დაიწყო ფასებზე საუბარი.
„თუ იტყვიან: „თანახმა ვართ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე“, მათი პატრონები ყურს აუწევენ და თანხებს აღარ გადმოურიცხავენ. თუ იტყვიან: „ჩვენ წინააღმდეგი ვართ და მხარს არ ვუჭერთ ამ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას“, თავისივე ამომრჩევლების უმრავლესობა მხარს აღარ დაუჭერს. ამიტომაც დააყენეს მერე ხაბე საზღვართან და ათვლევინეს ფასები ხან მარკეტებში და ხან ბაზრებში“, - აცხადებს მაჭარაშვილი.