გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: პიარში რომ ხარჯავენ ათიათასობით და ასიათასობით დოლარს, ხალხი არც ადრე ახსოვდათ და არც ახლა ახსოვთ

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: პიარში რომ ხარჯავენ ათიათასობით და ასიათასობით დოლარს, ხალხი არც ადრე ახსოვდათ და არც ახლა ახსოვთ

ოპოზიციის მიერ დაქირავებული ამერიკელი პიარ-კონსულტანტის დავალებით სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას, რომელიც საქართველოში ფასებსა და მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას ეხება, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება.

„ამ რეკლამასა და პიარში რომ ხარჯავენ ათიათასობით და ასიათასობით დოლარს იმისათვის, რომ მერე ხალხს აჩვენონ, რომ თურმე ფასები დასარეგულირებელია ქვეყანაში, ეს ზუსტად იმას მიუთითებს, რომ ხალხი არც ადრე ახსოვდათ და არც ახლა ახსოვთ. უბრალო მანიპულაციებისთვის სჭირდებათ ეს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ნახევარი მილიონი დოლარი სოციალურ ქსელში დახარჯულ რეკლამებში - ამერიკელი პიარ-კონსულტანტის დავალებით მიმდინარე კამპანიის შესრულება და თავად როზნერის მომსახურება ოპოზიციას სოლიდური თანხა უჯდება.