ავსტრიამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

ავსტრიამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

ავსტრიამ რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დასატოვებლად ერთი კვირა მისცა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატის ქცევა შეუთავსებელია მათ დიპლომატიურ სტატუსთან. მათ ქვეყანა 19 მარტამდე უნდა დატოვონ“, - ნათქვამია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამ გადაწყვეტილებით, 2020 წლიდან ავსტრიიდან გაძევებული რუსი დიპლომატების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. მოსკოვში აცხადებენ, რომ ამ ქმედებას უპასუხოდ არ დატოვებენ.