ეტყობა, იმ უცხოელ კონსულტანტს, რომელსაც დიდ ფულს უხდიან, გააზრებული არ აქვს, რომ ნაცებმა სოციალურ პოლიტიკაზე არ უნდა ისაუბრონ, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ხაბე და დანარჩენები რომ დარბიან ქუჩა-ქუჩა, მათ ჰგონიათ, რომ მოსახლეობას დაავიწყდა, როგორი სოციალური პოლიტიკა როგორი ჰქონდათ. ეტყობა, იმ უცხოელ კონსულტანტს, რომელსაც დიდ ფულს უხდიან, გააზრებული არ აქვს, რომ ნაცებმა სოციალურ პოლიტიკაზე არ უნდა ისაუბრონ. ვაშაძე მინისტრის მოადგილე იყო, პრემიებს და დანამატებს რომ იღებდა. მის დროის შეიქმნა 180%-იანი საპენსიო სესხი. მაშინ არ გახსენებია, ხალხს რომ უჭირდა“, - აღნიშნა ზარქუამ.
რა უჯდება ოპოზიციას სოციალურ ქსელში დაფინანსებული რეკლამა და მოსახლეობის დარწმუნება, რომ ქვეყანაში ცხოვრების პირობები გაუარესებულია - ირკვევა, რომ ვაშაძე - ხაბეიშვილმა და „ლელომ“ საზოგადოების სიდუხჭირეზე საუბრის პარალელურად, ფასების თემით მანიპულაციისთვის სოციალურ სივრცეში გაშვებულ რეკლამებში, ჯამში ნახევარი მილიონი დოლარი გადაიხადეს. 180 ათასი დოლარით ლიდერობს გიორგი ვაშაძე.