შალვა პაპუაშვილი: ბოლო სამი წელია ამ მოწვევის პარლამენტში იმყოფებიან ეს პარტიები და არავის გახსენებია მოქალაქე, მისი სოციალური უფლებები. სამი წელია მათი სიზმარიც და ცხადიც არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი

შალვა პაპუაშვილი: ბოლო სამი წელია ამ მოწვევის პარლამენტში იმყოფებიან ეს პარტიები და არავის გახსენებია მოქალაქე, მისი სოციალური უფლებები. სამი წელია მათი სიზმარიც და ცხადიც არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თვლის, რომ ოპოზიციის მიერ ახლა წამოწეული სოციალური თემები ძალიან ხელოვნურად ჩანს იმ ფონზე, როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტში მათ აქამდე არ გახსენებიათ მოქალაქე და მისი სოციალური უფლებები.

„ბოლო სამი წელია, რაც ამ მოწვევის პარლამენტში იმყოფებიან ეს პარტიები, არავის გახსენებია მოქალაქე, მისი სოციალური უფლებები. სამი წელია მათი სიზმარიც და ცხადიც არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი. ახლა, როდესაც ამ თემებზე დაიწყეს საუბარი, აბსოლუტურად ხელოვნურია. ეტყობათ კიდეც იმ ჭრელ ბანერებზე, რომელსაც ამერიკული გემოვნებით ხატავენ. არანაირი ემოციური კავშირი ამ საკითხებთან არ აქვთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა „ნაციონალური მოძრაობა“ და როზნერის დავალება კიდევ ერთხელ ამხილა. შოთა ფალავანდიშვილის მიერ 3 დღის წინ გამოქვეყნებული პუნქტები ზედმიწევნით შესრულდა და დადასტურდა. ახალი დავალებით დაიბეჭდა პლაკატები, სადაც ხალხს მაქსიმალურად ხშირად უნდა გაუმეორონ და დაამახსოვრონ როზნერის გზავნილები.