იაგო ხვიჩია: მე მგონია, რომ ჩვენს ხალხს მოჰბეზრდა ერთი და იგივე მესიჯები და სიძულვილის კამპანია

იაგო ხვიჩია: მე მგონია, რომ ჩვენს ხალხს მოჰბეზრდა ერთი და იგივე მესიჯები და სიძულვილის კამპანია

 მე მგონია, რომ ჩვენს ხალხს მოჰბეზრდა ეს ერთი და იგივე მესიჯები და სიძულვილის კამპანია, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პიარკამპანიაზე საუბრისას.

„ეს ჩამოსული პიარშიკები თუ გვასწავლიან ,როგორ ვეჩხუბოთ ქართველებმა ერთმანეთს, მე მგონი კარგად უნდა გვასწავლონ და ჯერ თვითონ უნდა იჩხუბონ“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა „ნაციონალური მოძრაობა“ და როზნერის დავალება კიდევ ერთხელ ამხილა. შოთა ფალავანდიშვილის მიერ 3 დღის წინ გამოქვეყნებული პუნქტები ზედმიწევნით შესრულდა და დადასტურდა. ახალი დავალებით დაიბეჭდა პლაკატები, სადაც ხალხს მაქსიმალურად ხშირად უნდა გაუმეორონ და დაამახსოვრონ როზნერის გზავნილები.