ანრი ოხანაშვილი: პოლიტიკური, ეკონომიკური თვალსაზრისით შვეიცარიასთან ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია

ანრი ოხანაშვილი: პოლიტიკური, ეკონომიკური თვალსაზრისით შვეიცარიასთან ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია

პოლიტიკური, ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია შვეიცარიასთან ამ ურთიერთობების გაღრმავება, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს შვეიცარიაში განუცხადა.

„ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ შემდგომში, ის სფეროები, როგორც არის გარემოს დაცვა, ტურიზმი, ეკონომიკური მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განვითარება, კიდევ უფრო გავაღრმაოთ. ჩვენი მიზანია, რომ სწორედ ამ კუთხით შვეიცარიის მხარესთან გვქონდეს შემდგომი თანამშრომლობის შესახებ კონსულტაციები. იმედი, გვაქვს, რომ ეს სფეროები კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია 12-16 მარტს შეხვედრებს გამართავს.