ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ფასებით სპეკულირება და მამუკა მდინარაძის არგუმენტირებული პასუხი რადიკალებს

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ფასებით სპეკულირება და მამუკა მდინარაძის არგუმენტირებული პასუხი რადიკალებს

როზნერის დავალების შემსრულებელი „ნაციონალური მოძრაობა“ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ თავისი დუმილის გადასაფარად ფასებით სპეკულირებას განაგრძობს. ეკონომიკური კრიზისების, რეგიონში ომებისა და სამწლიანი პანდემიის მიუხედავად, ხელისუფლებამ შეძლო და ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი 6%-ია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ინფლაცია საშუალოდ 8,4 პროცენტს შეადგენდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიციის სპეკულაცია, „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, პირდაპირ ჟურნალისტებთან ამხილა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სპეციალურად ესაუბრა „საქსტატის“ აღმასრულებელ დირექტორს, გოგიტა თოდრაძეს და სთხოვა, რომ მისთვის 2003-2012 წლებსა და 2012 წლიდან მოყოლებული ინფლაციის მაჩვენებელი გაეცნო.

მდინარაძემ ჟურნალისტების თვალწინ, კალკულატორის მეშვებით გამოიანგარიშა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის 11-წლიან პერიოდში ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი არის 6%. ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9 წლის განმავლობაში, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 8.4 პროცენტი იყო.

„გეგელიამ მშვენივრად მოახერხა უმკაცრესი ტონით გაკრიტიკება იმ მიდგომის, რომ დედა დედაა და მამა - მამა და ცუდი ეპითეტები გამოიყენა ამ მიდგომის გასალანძღად. საერთოდ არ არიან ჩუმად, აქეთ პრაიდი გამოიყვანეს, რომელიც აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ორგანიზატორი ყოფილა შარშანდელი საუკუნის აფიორის, სადაც ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი რუსულად შერაცხეს. დღესაც რუსულ კანონს უწოდებენ სხვათა შორის. ლგბტ პროპაგანდა კარგია თუ ცუდი - უმრავლესობა მათგანს ვერ ვათქმევინეთ, ზოგმა გააკრიტიკა, მაგალითად გეგელიამ გაბედა და ხაზარაძის პოზიცია დააფიქსირა. მათ გამოიგონეს როზნერის დავალებით ახალი კამპანია ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ფასები ყველას აწუხებს, მაგრამ საქართველომ მოახერხა დასტაბილურება იმგვარად, რომ ამ თვეში ინფლაცია 0 გვაქვს. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი იყო 6%. ნაცების დროს კი იყო - 8.4%. არ დაგავიწყდეთ ეს იმ ფონზე, როდესაც გადავიარეთ ორი კრიზისი, იმ ფონზე, როდესაც რეგიონში არის 2 ომი და კოვიდპანდემია გვქონდა 3 წლის განმავლობაში. ასეთ რთულ პერიოდშიც კი შევძელით, რომ საბოლოო წლიური ინფლაცია ყოფილიყო 6%. ნაცები კი, რომლებიც ამაზე ლაპარაკობენ როზნერის დავალებით და ლგბტ პროპაგანდის თემის გადასაფარად, თურმე მათ დროს ინფლაცია იყო 8.4% და ასეთი გამოწვევები მათ დროს არ ყოფილა“, - აღნიშნა მდინარაძემ.