თეა წულუკიანი: არ არსებობს არავითარი ოთხიანი, არავითარი ხუთიანი, არავითარი „ლელო“, ეს არის ერთი დიდი „ნაციონალური მოძრაობა“

თეა წულუკიანი: არ არსებობს არავითარი ოთხიანი, არავითარი ხუთიანი, არავითარი „ლელო“, ეს არის ერთი დიდი „ნაციონალური მოძრაობა“

არ არსებობს არავითარი ოთხიანი, არავითარი ხუთიანი, არავითარი „ლელო“, ეს არის ერთი დიდი „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ასეთი ადამიანები, მით უმეტეს ნიკა გვარამია, რომელიც ქართული სასამართლოს მიერ კრიმინალად არის უკვე კანონის საფუძველზე ცნობილი, დღეს ცდილობენ დაარწმუნონ ამომრჩევლები, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება კარგი აზრია. ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ დღეს არ არსებობს არავითარი ოთხიანი, არავითარი ხუთიანი, არავითარი „ლელო“. ეს არის ერთი დიდი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სხვადასხვა სახით ცდილობს ჩვენი ამომრჩევლების ზოგიერთი წარმომადგენლის მორიგჯერ შეცდომაში შეყვანას, მაგრამ იმდენად დიდი იყო ტრაგედიები მათი მმართველობის პირობებში, რომ ალბათ ასეთ შეცდომას ჩვენი ამომრჩეველი აღარ დაუშვებს“, - განაცხადა წულუკიანმა.

ნიკა გვარამიას მორიგი აღიარება - „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი წინა ხელისუფლების მმართველობის სისტემას აკრიტიკებს. ამბობს, რომ წლების წინ სასამართლო, პარლამენტი და მედია დახურული იყო.