არჩილ თალაკვაძე გვარამიას აღიარებაზე: პირდაპირ ითქვა, რომ სასამართლო, მედია და პოლიტიკური სივრცე ზეწოლისა და კონტროლის ქვეშ, მონოპოლიზებული იყო

არჩილ თალაკვაძე გვარამიას აღიარებაზე: პირდაპირ ითქვა, რომ სასამართლო, მედია და პოლიტიკური სივრცე ზეწოლისა და კონტროლის ქვეშ, მონოპოლიზებული იყო

პირდაპირ ითქვა [გვარამიას მიერ], რომ სასამართლო, მედია და პოლიტიკური სივრცე ზეწოლის და კონტროლის ქვეშ, მონოპოლიზებული იყო, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ნიკა გვარამიას მორიგ აღიარებას.

„პირდაპირ ითქვა [გვარამიას მიერ], რომ სასამართლო, მედია და პოლიტიკური სივრცე ზეწოლის და კონტროლის ქვეშ, მონოპოლიზებული იყო. რაც შეეხება ახალ გაერთიანებას [მელია-გვარამია], სინამდვილეში არის ძველი, თავისი ყველა გაგებით. ეს არის კიდევ ერთი აგური „ნაციონალური მოძრაობიდან“, რაც ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის უკიდურესად დაშლილი და პატარ-პატარა დაჯგუფებები უკვე აგურებს იპარავენ ამ დაშლილი შენობიდან“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ნიკა გვარამიას მორიგი აღიარება - „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი წინა ხელისუფლების მმართველობის სისტემას აკრიტიკებს. ამბობს, რომ წლების წინ სასამართლო, პარლამენტი და მედია დახურული იყო.