ნიკა გვარამიას მორიგი აღიარება - „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი წინა ხელისუფლების მმართველობის სისტემას აკრიტიკებს. ამბობს, რომ წლების წინ სასამართლო, პარლამენტი და მედია დახურული იყო.
ამ აღიარების ფონზე ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გეგმებს აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში. მმართველი პარტიისთვის გვარამიას აღიარება მორიგი ფარსი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ოპოზიციის რიგებში კი ამბობენ, რომ გვარამია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი სახე იყო, პოლიტიკაში კონკრეტული მიზნით ბრუნდება.