მამუკა მდინარაძე:  არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს ბუნებაში, რომელიც დაამტკიცებდა, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების ავლაში - ეს არის ძალიან ბნელი ტყუილი

მამუკა მდინარაძე:  არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს ბუნებაში, რომელიც დაამტკიცებდა, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების ავლაში - ეს არის ძალიან ბნელი ტყუილი

ძალიან ბინძური ტყუილია, რომ თითქოს საქართველო გვერდის ავლის საშუალებად გამოიყენება, ეს ტყუილი დაიწყო საქართველოს პარლამენტში, საქართველოში და გაგრძელდა ქვეყნის გაგრძელდა - სამწუხაროდ, დავით არახამიაც ამ ტყუილის თანამონაწილეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„ვერც ერთი და არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს ბუნებაში, ერთ მინიმალურ თემასთან დაკავშირებითაც კი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების ავლაში. ეს არის ძალიან ბნელი ტყუილი, რომელიც 2 წლის განმავლობაში დომინირებს საქართველოს საწინააღმდეგოდ. ასევე მან [არახამიამ] მოითხოვა ფრენების შეწყვეტა - არავინ ეკითხება არახამიას, ფრენებს შეწყვეტს თუ არა საქართველო. ასევე მან მოითხოვა საქართველოს მოქალაქეებისთვის გართულებული მიმოსვლა რუსეთთან. ვიცით, რომ ჩვენი ასობით ათასი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში. შესაბამისად, მან მოითხოვა, რომ ეს ადამიანები ისევ ტანჯვით უნდა დაბრუნდნენ ან გაფრინდნენ, როგორც ამას აკეთებდნენ, სანამ ფრენები იქნებოდა აღდგენილი. მან ასევე მოითხოვა უსასტიკესი კრიმინალის, მისი მასწავლებლის - სააკაშვილის გათავისუფლება და ეს არ არის სწორი ფორმა, როგორც მეგობარ ქვეყანას უნდა ელაპარაკო“, - აღნიშნა მდინარაძემ.

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ უკრაინასთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის საქართველომ უნდა შეწყვიტოს ავიამიმოსვლა რუსეთთან და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.