სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ შესაკრებად ეძახის ყველას, ვისაც კი 1%-ის შედეგის მოტანა შეუძლია, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტის რადიკალურ ოპოზიციასთან გაერთიანებაზე საუბრისას.
„სალომე ზურაბიშვილის განცხადება ოპოზიციასთან თანამშრომლობის დადასტურება კი არ არის, ეს არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ შესაკრებად ეძახის ყველას, ვისაც კი შეიძლება, რაიმე 1%-ის შედეგის მოტანა შეეძლოს. რასაც ვამბობდით, სალომე ზურაბიშვილი იმას თავი ინტერვიუებში ამტკიცებს და ამასთან ერთად, წინასწარ იწყებს კითხვის ნიშნების დასმას, სამართლიანი იქნება თუ არა არჩევნები, ნდობა ექნება ამ არჩევნებს, თუ არა?“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ოპოზიციური ერთობა პრეზიდენტის ლიდერობით - სალომე ზურაბიშვილის გეგმა, რომ ერთი დოკუმენტის გარშემო პროევროპული ძალები გაერთიანდნენ პირველმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიწონა. სახელისუფლებო გუნდი კი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ სალომე ზურაბიშვილი კონკრეტული ძალების დავალებას ასრულებს და ოპოზიციის საარჩევნო გეგმაზე ხმამაღლა საუბრობს. ამ გეგმაში, რომ არ შედიან „გირჩი“ და ალეკო ელისაშვილი ამას ოპოზიციონერები თავადვე ადასტურებენ.