მამუკა მდინარაძე: უფრო „ნაცური“ ნარატივის მქონე ადამიანი, როგორიც დღეს ზურაბიშვილია, საქართველოში არაა

მამუკა მდინარაძე: უფრო „ნაცური“ ნარატივის მქონე ადამიანი, როგორიც დღეს ზურაბიშვილია, საქართველოში არაა

როდესაც რიგითი აქტივისტის პოზიციას მოირგებ, მერე არ უნდა გაგიკვირდეს, როდესაც დადგები იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც პატრიარქს ესხმიან თავს. უფრო „ნაცური“ ნარატივის მქონე ადამიანი, როგორიც დღეს სალომე ზურაბიშვილი გახდა, სამწუხაროდ საქართველოში არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სალომე ზურაბიშვილი არის რიგითი აქტივისტი, იმასაც კი კადრულობს, მაგალითად რასაც [ლევან] ბერძენიშვილი. ის [ზურაბიშვილი] თავს ესხმის უკვე საქართველოს პატრიარქს. ძალიან მდაბიო პიარია ნაწარმოები საქართველოს პატრიარქის - საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ორი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ეთქვა, რომ საქართველო, ამ მოცემულობით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, სანამ ეს არ ვაიძულეთ საქართველოს პარლამენტში. როდესაც რიგითი აქტივისტის პოზიციას მოირგებ, მერე არ უნდა გაგიკვირდეს, როდესაც დადგები იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც პატრიარქს ესხმიან თავს. როდესაც რადიკალიზმით გამოირჩევი, აქაც არ უნდა გაგიკვირდეს, რომ მოხსენიებული იქნები „ნაცებთა“ შორის უფრო „ნაცად“. უფრო „ნაცური“ ნარატივის მქონე ადამიანი, როგორიც დღეს სალომე ზურაბიშვილი გახდა, სამწუხაროდ საქართველოში არ არის“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ცუგო- Სალომე ნაცი კი არ არის, ერთი პატარა, ბოღმა ადამიანია, რომელსაც სძულს საქართველო, რომელმაც პრეზიდენტის არჩევნებზე ხმა არ მისცა, (ნაცებმა გრ.ვაშაძეს მისცეს, ქოცებმა ბიძინას და ოცნებას მისი სახით) ამიტომ იგი ყველაზე გაბრაზებულია, ყველა ძულს და შურს იძიებს როგორც შეუძლია...
Მოკლედ, Მდაბიო ბოღმაა!
1 წლის უკან