მამუკა მდინარაძე:  რადიკალური ოპოზიცია ახლა ქვეყანაში ფასების თემითაა „შეწუხებული“, რითაც ლგბტ პროპაგანდის თემის გადაფარვა სურს

მამუკა მდინარაძე:  რადიკალური ოპოზიცია ახლა ქვეყანაში ფასების თემითაა „შეწუხებული“, რითაც ლგბტ პროპაგანდის თემის გადაფარვა სურს

რაც ნეგატიურად ვერ გაპიარდება, იქ ინტერესი არ აქვთ. სიღრმისეულ ლოგიკურ ბრძოლაში, საგნობრივ დისკუსიაში ისინი ვერაფერს ახერხებენ, ამიტომ მათ ჩაღრმავებული დისკუსია არ აწყობთ. მათ აწყობთ პოპულისტური ტრაფარეტული რაღაცები, - ამის შესახებ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ახლა ქვეყანაში ფასების თემითაა „შეწუხებული“, რითაც ლგბტ პროპაგანდის თემის გადაფარვა სურს.

„ახლა შეაწუხათ ფასების თემამ, როდესაც შედარებით დასტაბილურდა სიტუაცია და ევროკავშირის წევრ კანდიდატ ქვეყნებს შორის 2023 წელს ყველაზე დაბალი ინფლაცია გვქონდა. ახლა გაახსენდათ ეს თემა, ხალხის გაჭირვება მათ რეალურად არ აინტერესებთ. ახლა იმიტომ ახსენდებათ, რომ უნდა გადაფარონ სხვა რაღაც თემა. ეს არის თემა, რომელიც ძალიან აქტუალურია ქართველი ხალხისთვის, როდესაც მავნე პროპაგანდისგან დაცვაზე ვსაუბრობთ, ისინი ამას ფასების თემას უპირისპირებენ. ახლა გაიგეს, ფასები მომატებული რომ არის?! ფასებმა კოვიდპანდემიის გამო მიმატა, მოვახერხეთ დასტაბილურება, როგორც იყო. 2023 წელს ყველაზე დაბალი ინფლაცია გვაქვს - ამ მხრივ იდეალური სიტუაცია არ არის, მაგრამ ყველაზე დაბალი ინფლაცია გვქონდა. როცა დასტაბილურდა, ახლა დაიწყეს ამ თემაზე საუბარი. შესაბამისად, მათ საგნობრივ, დეტალურ დისკუსიაში შესვლა უჭირთ და მხოლოდ პოპულისტური თემებით არიან დაკავებულები “, - განაცხადა მდინარაძემ.