მამუკა მდინარაძე: ხაზარაძე თავისი პარტიით, როგორც ჭეშმარიტი დანამატი ნაცმოძრაობისა, დგას ლგბტ პროპაგანდის მხარეს

მამუკა მდინარაძე: ხაზარაძე თავისი პარტიით, როგორც ჭეშმარიტი დანამატი ნაცმოძრაობისა, დგას ლგბტ პროპაგანდის მხარეს

მამუკა ხაზარაძისგან ლგბტ პროპაგანდის შემცველი აქტივობების მხარდაჭერა არ გვიკვირს. მაგალითად, მისი პარტიის წევრები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ 2017 წელს კონსტიტუციაში იმ ჩანაწერის არსებობს, რომელიც გარანტიას იძლეოდა, რომ საქართველოში ვერავინ მოიფიქრებდა სხვა დეფინიციას გარდა იმისა, რომ ეს არის ქალისა და კაცის კავშირი, ოჯახის შექმნის მიზნით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„აქედან გამომდინარე, ხაზარაძე თავისი პარტიით, როგორც ჭეშმარიტი დანამატი ნაცმოძრაობისა, დგას ლგბტ პროპაგანდის მხარეს. ეს მარტივი მოცემულობაა. სხვა მხარეს დგომა მათ არ შეუძლიათ“, - აღნიშნა მდინარაძემ.