გიორგი ვოლსკი: ჩვენი განსხვავება დასავლურ ქვეყნებთან ამ საკითხთან მიმართებით რასაკვირველია არ გადაითარგმნება იმაში, რომ რაიმე პოლიტიკური სხვაობები გვაქვს

გიორგი ვოლსკი: ჩვენი განსხვავება დასავლურ ქვეყნებთან ამ საკითხთან მიმართებით რასაკვირველია არ გადაითარგმნება იმაში, რომ რაიმე პოლიტიკური სხვაობები გვაქვს

გეი პროპაგანდის თემის გამოყენება არის მათი სურვილი - აქედან გამომდინარე, მოხდება წიგნების პრეზენტაციაც, ელჩების დაპატიჟებაც, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენი განსხვავება დასავლურ ქვეყნებთან, ამ საკითხთან მიმართებით რასაკვირველია არ გადაითარგმნება იმაში, რომ რაიმე პოლიტიკური სხვაობები გვაქვს, მაგრამ გეგმა ისეთია - როგორმე წარმოაჩინონ, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და დასავლეთის დაპირისპირების ზოგადი ატმოსფერო არსებობს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

„ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“ - წიგნის, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილის კრიტიკა მოჰყვა, განხილვა ისევ გააქტიურდა პოლიტიკურ სპექტრში. ამას წინ უძღოდა წიგნის ოფიციალური პრეზენტაცია და სიტყვით გამოსვლები, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისგან.