ანრი ოხანაშვილი: ჩვენ დავძლევთ ვეტოს იმისთვის, რომ ცესკომ, როგორც დამოუკიდებელმა, ნეიტრალურმა, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ინსტიტუციამ შეუფერხებლად იმუშაოს

ანრი ოხანაშვილი: ჩვენ დავძლევთ ვეტოს იმისთვის, რომ ცესკომ, როგორც დამოუკიდებელმა, ნეიტრალურმა, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ინსტიტუციამ შეუფერხებლად იმუშაოს

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორები ყველა დეზინფორმაციულ კამპანიასთან მიმართებაში საქმის კურსში იყვნენ, ჩვენ დავძლევთ ვეტოს იმისთვის, რომ ცესკომ, როგორც დამოუკიდებელმა, ნეიტრალურმა, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ინსტიტუციამ შეუფერხებლად იმუშაოს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„რადიკალური ოპოზიციურ ჯგუფებს, არა თუ გამარჯვების, არამედ საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემები აქვთ. აქედან გამომდინარე, ისინი ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევენ, რომ იქნებ როგორმე მუდამ აქტუალური იყოს საკითხი, რომ არჩევნები უკვე გაყალბებულია. ცდილობენ, საზოგადოებაში, საერთაშორისო პარტნიორებში გააღვივონ ცესკოსა და არჩევნებისადმი უნდობლობის განცდა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე წარედგინა.