ბექა დავითულიანი „ფორმულას“ ლობისტებზე: ხარჯავენ ფულს იმისთვის, რომ რამენაირად ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტერესი დააზიანონ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით

ბექა დავითულიანი „ფორმულას“ ლობისტებზე: ხარჯავენ ფულს იმისთვის, რომ რამენაირად ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტერესი დააზიანონ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით

ხარჯავენ ფულს იმისთვის, რომ რამენაირად ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტერესი დააზიანონ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, არასწორი ლობიზმით მთელი რიგი საკითხებისადმი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მადლობა ღმერთს, ნელნელა ჩვენი პარტნიორებიც ხვდებიან, რომ მათგან არაფერი გამოვა და ლობისტებიც კი ვეღარ უწყობენ შეხვედრებს“, - აღნიშნა დავულიანმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Cornerstone Government Affairs-ის გასული 6 თვის განმავლობაში (სექტემბერი 2023 - თებერვალი 2024) განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ „კორნერსტოუნის“ ჯგუფი, რომელმაც ტელეკომპანია „ფორმულასთან“ კონტრაქტი 2023 წლის მაისში გააფორმა, აქტიურად ცდილობდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებისთვის.