მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უზარმაზარი ფიასკოების გათვალისწინებით, გარკვეული ლობისტური ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ ინტერესი და სანდოობა დღითიდღე კლებულობს

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უზარმაზარი ფიასკოების გათვალისწინებით, გარკვეული ლობისტური ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ ინტერესი და სანდოობა დღითიდღე კლებულობს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უზარმაზარი ფიასკოების გათვალისწინებით, გარკვეული ლობისტური ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ ინტერესი და სანდოობა დღითიდღე კლებულობს.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნული განცხადება ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე, ტელეკომპანია „ფორმულის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის ექვსი თვის საქმიანობის ანგარიშის კომენტირებისას გააკეთა.

„უზარმაზარი ფიასკოების გათვალისწინებით, დღითიდღე კლებულობს ინტერესი და სანდოობაც არა მხოლოდ ამ ორგანიზაციების მიმართ, რომლის ლობიზმზეც გვაქვს საუბარი, არამედ უშუალოდ ამ ლობისტური საქმიანობის მიმართაც, რომელიც მიზნად ისახავს დაზიანებული რეპუტაციის გარეცხვას, ჩამორეცხვას იმ მძიმე პასუხისმგებლობისა, რომელიც აქვთ. იმავდროულად ეს ხდება შეუსრულებელი მისია. აქედან გამომდინარეობს, ალბათ ეს მდგომარეობაც - დღითიდღე სულ უფრო მეტად რთული ხდება ამ ლობისტური საქმიანობის განხორციელება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Cornerstone Government Affairs-ის გასული 6 თვის განმავლობაში (სექტემბერი 2023 - თებერვალი 2024) განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. დოკუმენტებით ირკვევა, რომ „კორნერსტოუნის“ ჯგუფი, რომელმაც ტელეკომპანია „ფორმულასთან“ კონტრაქტი 2023 წლის მაისში გააფორმა, აქტიურად ცდილობდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებისთვის.