როდესაც არცერთი იდეა არ გითქვამს ისეთი, რაც „ნაცებთან“ თავსებადი არ არის და ამბობ პარლამენტში მინდაო, ვისთან შექმნი კოალიცია გასაგებია, რომ ნაცებთან შექმნი, - განაცხადა ოპოზიციური პარტიების გეგმებზე საუბრისას „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
„გახარია რაღაც უცნაურობაშია, მაგრამ გახარია ისეთ ისტერიკაშია, რომ მე მგონი, აღარ იარსებებენ მალე. აქეთ რომ გადახედავ, უმეტესწილად „ნაცები“ არიან, სხვა არ დაუმტკიცებიათ, რაღაც უნდა ქნან ამისთვის“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.