თუ რომელიმე პარტიას აქვს საწინააღმდეგო პოზიცია და მიიჩნევს, რომ ლგბტ პროპაგანდა შესაძლოა იყოს მათი იდეოლოგიის ძირითადი ხაზი, შეუძლიათ, ამ მესიჯებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვიდნენ

თუ რომელიმე პარტიას აქვს საწინააღმდეგო პოზიცია და მიიჩნევს, რომ ლგბტ პროპაგანდა შესაძლოა იყოს მათი იდეოლოგიის ძირითადი ხაზი, შეუძლიათ, ამ მესიჯებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვიდნენ

ბრძოლა არატრადიციული ცხოვრების წესის წინააღმდეგ - კანონპროექტს მმართველი გუნდი უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მოამზადებს და პარლამენტში შეიტანს.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ეს თემა აქტუალური არ არის. მათი ნაწილი კანონპროექტის განხილვაში ჩართვას არ აპირებს. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ვინმეს უფლებების შეზღუდვას არ გულისხმობს. მათივე თქმით, ის საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.

„თუ რომელიმე პარტიასა და მის წარმომადგენელს აქვს საწინააღმდეგო პოზიცია და მიიჩნევს, რომ ლგბტ პროპაგანდა, აგიტაცია და ამ საკითხების გარკვეულწილად ნორმალიზება და ჩვენი ღირებულებების გადაფარვა, შესაძლოა, იყოს მათთვის მისაღები ან მათი იდეოლოგიის ძირითადი ხაზი, რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ, ამ მესიჯებითა და აგიტაციით გამოვიდნენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და მოიპოვონ მხარდაჭერა საზოგადოებისგან“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.