ანრი ოხანაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები გერმანელ კოლეგებს შეხვდნენ

ანრი ოხანაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები გერმანელ კოლეგებს შეხვდნენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ელიზაბეტ ვინკელმაიერ-ბეკერს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
მხარეებმა კომიტეტების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პოზიციები გაცვალეს.

ანრი ოხანაშვილმა სტუმრებს სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე კომიტეტის ჩართულობა და 9-პუნქტიან გეგმასთან მიმართებაში კომიტეტის შემდგომი ნაბიჯები გააცნო.

„გერმანული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. ეს ვიზიტიც და შეხვედრაც საქართველოს მიმართ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დასტურია" , - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა  შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი.