არცერთ ჩვენს გამოსვლასა და განცხადებაში სიძულვილის არანაირი ნაირსახეობა არ არსებობს. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველას თავისუფლება აქვს, მაგრამ ის მთავარი ღირებულებები, რაც არის ქართული იდენტობა, ქართული ტრადიციები რაზეც დგას საქართველოს სახელმწიფო, ამის შეურაცხყოფას არ ავიტანთ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენი განცხადება ადასტურებს იმას, რომ „ხალხის ძალა“ ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებას ყოველთვის სწორი ინფორმაციით შევაიარაღებთ. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება რომ საქართველოში ინფორმირებული საზოგადოება გვყავდეს. ინფორმირებული მოქალაქე ვერასდროს გახდება დეზინფორმაციის მსხვერპლი.
ჩვენი გუშინდელი წერილი და დღევანდელი ბრიფინგი სწორედ ამას ემსახურება, რომ გვახსოვს, 10-15 წლის წინ არ იყო ისეთი ძლიერი ზეწოლა გეიპარადების ჩატარებასთან დაკავშირებით იგივე რუსთაველზე. როდესაც ამას დიდი ყურადღება არ მიექცა შემდგომ მოინდომეს, რომ ოფიციალური სახე მიეცათ ამ არასწორი პროპაგანდისთვის.
არ შეიძლება, შენი პირადი სივრცე საჯარო სექტორს თავს მოახვიო, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. მონური, კოლონიალური დამოკიდებულება რომ ვიცით ჩვენი ფსევდო ლიბერალების, ამიტომ ჩვენ პრევენციულად ვაკეთებთ იმას, რომ არ დაზიანდეს ქართული საზოგადოება და რაც ყველაზე მთავარია - მომავალი თაობები. 10 წლამდე ბავშვები „გეი“ პარადებში რომ ატარო, თქვა, რომ ტრანსგენდერის რძე დედის რძესავით კარგია და ჩააცვა გამომწვევი ტანსაცმელი, ეს ევროპულ ღირებულებებთან საერთოდ კავშირში არაა. აქ ანტიდასავლური და ანტიევროპული არაფერია, პირიქით - ჩვენ ვიცავთ ქართულსაც და ევროპულ ღირებულებასაც“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
26 თებერვალს, საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხალხის ძალამ" განცხადება გაავრცელა.