გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს ერთის მხრივ ჩინეთთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მეორეს მხრივ ევროკავშირთან აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, რაც უნიკალური შესაძლებლობაა

გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს ერთის მხრივ ჩინეთთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მეორეს მხრივ ევროკავშირთან აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, რაც უნიკალური შესაძლებლობაა

ჩვენ გაქვს ის პრივილეგია და უპირატესობა, რომ ერთის მხრივ ვართ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და მეორეს მხრივ, ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი, - ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

„არცერთ ნაწილში ჩინეთს მსგავსი ტიპის ეკონომიკური სავაჭრო პარტნიორობისთვის არ გადაუხვევია. ჩვენი მთავარი პარტნიორები აშშ და ევროკავშირი ნომერი პირველი და ნომერ მეორე პარტნიორები არიან ჩინეთისთვის ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით. ჩინეთი და ევროკავშირი მსოფლიოს ორი უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ გაქვს ის პრივილეგია და უპირატესობა, რომ ვართ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი. ერთადერთი ქვეყანა ვართ კონტინენტზე, რომელსაც ერთის მხრივ ჩინეთთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის ურთიერთობა და მეორეს მხრივ ევროკავშირთან აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ ამ შესაძლებლობით ვისარგებლოთ. სწორედ უვიზო მიმოსვლაა ამის გასაღები“, - განაცხადა აბაშიშვილმა.