რატი იონათამიშვილი მესამე სექტორზე: მათ ისევ ის მიზნები აქვთ დასახული, რომ ებრძოლონ ჩვენს ქვეყანას

რატი იონათამიშვილი მესამე სექტორზე: მათ ისევ ის მიზნები აქვთ დასახული, რომ ებრძოლონ ჩვენს ქვეყანას

ცხადია, მათი მიზანი არასდროს ყოფილა დეზინფორმაციისგან დაცლილი საზოგადოება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ მესამე სექტორზე საუბრისას განაცხადა.

„მათ ისევ ის მიზნები აქვთ დასახული, რომ ებრძოლონ ჩვენს ქვეყანას. ებრძოლონ დეზინფორმაციით, მაგრამ როგორც აქამდე იყო ფუჭი მათი ეს ქმედებები, დღესაც შედეგს ვერ მიაღწევენ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

12 არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციამ შეიმუშავა ხედვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტიანად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი. დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით რეკომენდაციების ავტორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები "სამართლიანი არჩევნები" და "საქართველოს რეფორმების ასოციაცია".