დეზინფორმაციის წყარო საქართველოში არის ბევრი. ისინი არიან ის ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, რომ რუსული მესიჯბოქსი გაატარონ საქართველოში, - ამის შესახებ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
„ასევე, სამწუხაროდ, არიან ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებიც ბოლო პერიოდში, მათ შორის მათი მედია საშუალებების გამოყენებით ცდილობენ გაავრცელონ გზავნილი, რომ მაგალითად ევროკავშირი ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას“, - აღნიშნა კაპანაძემ.
12 არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციამ შეიმუშავა ხედვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტიანად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი. დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით რეკომენდაციების ავტორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები "სამართლიანი არჩევნები" და "საქართველოს რეფორმების ასოციაცია".