ალექსანდრე რაქვიაშვილი: რაც უფრო მეტ ქვეყანასთან გვექნება უვიზო მიმოსვლა, მით უკეთესი ჩვენთვის

ალექსანდრე რაქვიაშვილი: რაც უფრო მეტ ქვეყანასთან გვექნება უვიზო მიმოსვლა, მით უკეთესი ჩვენთვის

ეს წაახალისებს როგორც ტურიზმს, ისე ზოგადად, ეკონომიკურ ურთიერთობებს, ამიტომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეფასებისას განაცხადა.

„რაც უფრო მეტ ქვეყანასთან გვექნება უვიზო მიმოსვლა, მით უკეთესი ჩვენთვის“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.

ჩინეთში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.