მიხეილ სარჯველაძე: ჩინეთი უზარმაზარი შესაძლებლობების ქვეყანაა, მათ შორის, ეკონომიკური, სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო კუთხით

მიხეილ სარჯველაძე: ჩინეთი უზარმაზარი შესაძლებლობების ქვეყანაა, მათ შორის, ეკონომიკური, სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო კუთხით

ჩინეთი უზარმაზარი შესაძლებლობების ქვეყანაა, მათ შორის, ეკონომიკური, სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო კუთხით, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„შესაბამისად, თუკი ექნებათ მათ მოქალაქეებს შესაძლებლობა, რომლებიც ამ სფეროების მიხედვით არიან დაინტერესებულები თანამშრომლობის აწყობაში, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი - ადამიანებს ახალი პერსპექტივები უჩნდებათ“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

ჩინეთში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.