რესპუბლიკურის ქირურგი: მადლობას ვუხდით პრემიერს, მთლიანად მთავრობას. მამუკა მდინარაძემ განსაკუთრებული როლი ითამაშა. ჩვენს ლობისტად გადაიქცა და დიდი მადლობა მას

რესპუბლიკურის ქირურგი: მადლობას ვუხდით პრემიერს, მთლიანად მთავრობას. მამუკა მდინარაძემ განსაკუთრებული როლი ითამაშა. ჩვენს ლობისტად გადაიქცა და დიდი მადლობა მას

მამუკა მდინარაძემ განსაკუთრებული როლი ითამაშა, ის ჩვენს ლობისტად გადაიქცა და დიდი მადლობა მას, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა მალხაზ გოგუამ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტის გადაწყვეტილებისთვის გამართულ სამადლობელ აქციაზე განაცხადა.

„ძალიან გულისყურით მოისმინა, ჩაერთო, გადაამოწმა სხვადასხვა საკითხი. გამოსავლით ძალიან დაინტერესდა. მიხარია, რომ ასეთი პრემიერი გვყავს, რომელსაც შეუძლია ასე ყოველგვარი თანამდებობის შეფერების, ქედმაღლობის გარეშე გაესაუბროს თავის მოსახლეობას. მადლობას ვუხდით პრემიერს, მთლიანად მთავრობას. მამუკა მდინარაძემ განსაკუთრებული როლი ითამაშა. მამუკა მდინარაძე ჩვენს ლობისტად გადაიქცა და დიდი მადლობა მას“, - აღნიშნა გოგუამ.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაცია შეწყდა. ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოკლე დროში ახალი კონცეფციის წარდგენა დაავალა, რომელიც წელსვე ახალი შენობის მშენებლობის დაწყებას გულისხმობს.

ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე კლინიკის თანამშრომლებს შაბათს შეხვდნენ.