ზურაბ ქადაგიძე:  ოპოზიციური დღის წესრიგი საზღვრებს გარედან იგეგმება და პოლარიზაციაც  ოპოზიციის პატრონების ნება-სურვილს შეესაბამება

ზურაბ ქადაგიძე: ოპოზიციური დღის წესრიგი საზღვრებს გარედან იგეგმება და პოლარიზაციაც ოპოზიციის პატრონების ნება-სურვილს შეესაბამება

 

“მსოფლიოში არ მოიძებნება ანალოგი და რა არის ამაზე  დიდი სირცხვილი, რომ თავმოყვარე პოლიტიკოსი ფულად დახმარებას იღებდეს უცხო ქვეყნისგან?! ამიტომაცაა ქართული ოპოზიციის 90% კომპრომეტირებული და სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელი.”-წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

„მსოფლიოში არ მოიძებნება ანალოგი და რა არის ამაზე  დიდი სირცხვილი, რომ თავმოყვარე პოლიტიკოსი ფულად დახმარებას იღებდეს უცხო ქვეყნისგან?!

ამიტომაცაა ქართული ოპოზიციის 90% კომპრომეტირებული და სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელი.

ამიტომაცაა, რომ ოპოზიციური დღის წესრიგი, საზღვრებს გარედან იგეგმება და შესაბამისად, რადიკალიზმი და პოლარიზაციაც  ჩვენი ოპოზიციის პატრონების ნება-სურვილს შეესაბამება.

თებერვალიო, იუნკრების ხსოვნა და ოკუპაციაო - მუხლები გადაიტყავეს ხოხვით ამ უსამშობლოებმა და სინამდვილეში, არანაირი განსხვავებაა ფილიპე მახარაძესა და ამათ შორის“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.