საბჭოთა ოკუპაციის დღეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება.
„ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ მათ, ვინც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა. აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული. საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა.“,- აღნიშნულია საელჩოს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.