ჩემი ადმინისტრაციის პირობებში ქრისტეს ჯვარს ვერავინ შეეხება, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი თქმით, მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში ის ქრისტიანულ ღირებულებებს დაიცავს.
„ყველა კომუნისტური რეჟიმი მთელი ისტორიის განმავლობაში ცდილობდა ეკლესიების განადგურებას, ისევე, როგორც ყველა ფაშისტური რეჟიმი მათ გაკონტროლებას. რადიკალებს იმავეს გაკეთება სურთ შეერთებულ შტატებში, თუმცა ჩემი ადმინისტრაციის პირობებში ქრისტეს ჯვარს ვერავინ შეეხება", - აღნიშნა თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა.
სახელმწიფო მდივანმა, უწყების თანამშრომლებს ქალის, კაცის, დედის, მამის, გოგოს, ბიჭის და სხვა ასეთი სიტყვების ნაცვლად უსქესო გამოთქმების რეკომენდაცია მისცა, რაც ფაქტიურად აღნიშნული სიტყვების წარმოთქმის აკძალვას ტოლფასია. ალბათ მალე პირდაპირ ზრდასრული, უსქესო, არსებების ინკუბატორებს გახსნიან და იცხოვრებენ ბედნიერად.