ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რაკი საქართველოს აქვს ჩინეთთან თანამშრომლობა, ეს არ გამორიცხავს და ხელს არ უშლის ურთიერთობის გაღრმავებას აშშ-თან, როგორც ამას წარმატებულად აკეთებს არაერთი ევროპული სახელმწიფო.
„რეალურად, საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ ვაფასებთ და განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით აშშ-თან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას, კეთილმეგობრულ ურთიერთობას და ვისურვებდით, რომ გაცილებით უფრო ინტენსიური და აქტიური იყოს ეს თანამშრომლობაც“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთსა და ამერიკასთან კავშირების კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან სამომავლო ურთიერთობებს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით.