ევროკავშირის ელჩი: მართლაც შთამბეჭდავი იყო ის გადაწყვეტილება, რომ ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ საგარეო ვიზიტად ბრიუსელი აირჩია

ევროკავშირის ელჩი: მართლაც შთამბეჭდავი იყო ის გადაწყვეტილება, რომ ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ საგარეო ვიზიტად ბრიუსელი აირჩია

მართლაც რომ შთამბეჭდავი იყო ის გადაწყვეტილება, რომ ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ საგარეო ვიზიტად ბრიუსელი აირჩია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განუცხადა.

„ძალიან კარგი, არსებითი, ღია და გულახდილი საუბარი შედგა. ძალიან ოჯახური ატმოსფერო იყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრიც და მისი თანმხლები მინისტრებიც პატივისცემით და იმის დაფასებით მიიღეს, რომ ისინი არიან ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.