მამუკა მდინარაძე: გახარია და ნაცების სხვადასხვა კლასტერი მოჩვენებითად ხან ერთმანეთს ეჩხუბებიან, ხან ერთმანეთს ეპატიჟებიან, ამ დროს რეალობა სხვა არის - მათ უკვე აქვთ კოალიცია ნაცებთან

მამუკა მდინარაძე: გახარია და ნაცების სხვადასხვა კლასტერი მოჩვენებითად ხან ერთმანეთს ეჩხუბებიან, ხან ერთმანეთს ეპატიჟებიან, ამ დროს რეალობა სხვა არის - მათ უკვე აქვთ კოალიცია ნაცებთან

გახარია და ნაცების სხვადასხვა კლასტერი მოჩვენებითად ხან ერთმანეთს ეჩხუბებიან, ხან ერთმანეთს ეპატიჟებიან, ამ დროს რეალობა სხვა არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განუცხადა.

„რეალობა არის ის, რომ მათ უკვე აქვთ კოალიცია ნაცებთან. 4 საკრებულოში მათ აქვთ კოალიცია ნაცებთან. მოჩვენებითად ეჩხუბებიან ერთმანეთს, არადა ფიზიკურად კოალიციები აქვთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ნიკა გვარამიას გიორგი გახარიას წარსული აღარ აინტერესებს, კითხვები აღარ აქვს და თანამშრომლობას გეგმავს. გვარამია გახარიას სამთავრობო კოალიციაში ხედავს.