დღეს, ფინანსთა მინისტრის მოსმენა იყო პარლამენტში და ოპოზიცია კიდევ უტიფრად აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ საქართველო არის სანქციების გვერდის ავლის ადგილი, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ასჯერ გაეცა ამ საკითხს პასუხი, ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ოფიციალურმა ორგანიზაციებმა, რომლებიც აკვირდებიან ამ მიმართულებით მსოფლიოში რა მდგომარეობაა, აღნიშნეს, რომ საქართველო არის სამაგალითო ქვეყანა სისტემურად როგორ ახორციელებს საერთაშორისო ვალდებულებებს. მაგრამ ფეიკი გათვლილია ერთ რამეზე - რომ უარყოფითი ინფორმაცია გაცილებით უფრო ადვილი დასაჯერებელი ხდება, ვიდრე კარგი. ჩვენი ოპოზიცია ამ უარყოფითი, ამ ფეიკის მუდმივი გამეორებით არიან დაკავებული“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.