ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირთან ერთად, ჩვენ ვართ ყველაზე მეტად დაინტერესებული, რომ არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად ღია, დემოკრატიულ, სამართლიან გარემოში

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირთან ერთად, ჩვენ ვართ ყველაზე მეტად დაინტერესებული, რომ არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად ღია, დემოკრატიულ, სამართლიან გარემოში

ორი აზრი არ არის, რომ მომავალი არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი არა მხოლოდ ხელისუფლების ფორმირების კუთხით, არამედ არჩევნები არის დემოკრატიის ხარისხის განმსაზღვრელი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი ევროკავშირისათვის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ევროკავშირის აქცენტი ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება , - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებული ერთობლივი პრესრელიზში.

„ამას ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ. ევროკავშირთან ერთად, ჩვენ ვართ ყველაზე მეტად დაინტერესებული, რომ არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად ღია, დემოკრატიულ, სამართლიან გარემოში რათა ის სპეკულაციები, რა სპეკულაციებითაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ ეს ოპოზიცია ცხოვრობს და სულდგმულობს და ამ ილუზიაში არიან, რომ არჩევნები გაყალბდა და მაინცდამაინც რევოლუციური სცენარები უნდა განახორციელონ. მუდმივად აქვთ ეს ცნობიერებაში ჩაბეჭდილი რევოლუცია, ჩვენი ინტერესია, რომ ეს საკითხები მოიხსნას არა მარტო ქვეყნის შიგნით, მოიხსნას საერთაშორისო არენაზეც. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღებული და სწორედ ამიტომ, ან საკითხში, ევროკავშირს ჩვენ მთავარ მოკავშირედ განვიხილავთ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.