მიხეილ სააკაშვილი: სპეციალურად მომწამლეს მაშინ, რომ მსოფლიოს ვერც შეემჩნია, ისე გავმქრალიყავი. ღმერთმა გადამარჩინა სიკვდილს

მიხეილ სააკაშვილი: სპეციალურად მომწამლეს მაშინ, რომ მსოფლიოს ვერც შეემჩნია, ისე გავმქრალიყავი. ღმერთმა გადამარჩინა სიკვდილს

სპეციალურად მომწამლეს მაშინ, რომ მსოფლიოს ვერც შეემჩნია, ისე გავმქრალიყავი. ღმერთმა გადამარჩინა სიკვდილს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

„მე მომწამლეს უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. სპეციალურად მომწამლეს მაშინ, რომ მსოფლიოს ვერც შეემჩნია, ისე გავმქრალიყავი. ღმერთმა გადამარჩინა სიკვდილს. ღმერთის იმედზე ვარ ისევ და თქვენს იმედზე - ქართველი ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის. მანამდე მოკლეს პალიტკოვსკაია, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი, ნემცოვი, რომელთანაც ბევრი უთანხმოება მქონდა, მაგრამ ვმეგობრობდით, ახლა ნავალნი. პუტინმა ასევე საჯაროდ გამოთქვა სურვილი, მე ჩამოვეკიდებინე ერთი ადგილით“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.