კახა კახიშვილი: ქვეყნის პრეზიდენტი რომ ხარ, თუ რამის გაკეთება გინდა, აქ გააკეთე. რა სარგებელი უნდა ნახო, რომ წახვიდე და საფრანგეთის ან რომელიმე ქვეყნის წინაშე გალანძღო შენი ქვეყანა

კახა კახიშვილი: ქვეყნის პრეზიდენტი რომ ხარ, თუ რამის გაკეთება გინდა, აქ გააკეთე. რა სარგებელი უნდა ნახო, რომ წახვიდე და საფრანგეთის ან რომელიმე ქვეყნის წინაშე გალანძღო შენი ქვეყანა

ქვეყნის პრეზიდენტი რომ ხარ, თუ რამის გაკეთება გინდა, აქ გააკეთე. რა სარგებელი უნდა ნახო, რომ წახვიდე და საფრანგეთის ან რომელიმე ქვეყნის წინაშე გალანძღო შენი ქვეყანა, - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

იგი პრეზიდენტის მიერ მიუნხენის კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. კახიშვილის თქმით, მისთვის ზოგადად მიუღებელია ხელისუფლების მქონე პირის მხრიდან გადაუჭრელი საკითხებისა და პრობლემების, ქვეყნის შიდა საქმეების გარეთ გატანა და საერთაშორისო შეხვედრების დროს მათზე საუბარი.

„მესმის, პოლიტიკური პარტიები რომ მიდიან, ისინი თავიანთ მოკავშირეებთან, მფარველებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩადიან. ბევრი პარტია ევროპულ ორგანიზაციებშია გაწევრიანებული და უყვებიან. ქვეყნის პრეზიდენტი რომ ხარ, თუ რამის გაკეთება გინდა, აქ გააკეთე. რომ მიდის, რა? ამით რა სარგებელი უნდა ნახო, რომ წახვიდე და საფრანგეთის ან რომელიმე ქვეყნის წინაშე გალანძღო შენი ქვეყანა. ამით რა? გამოსწორდება შენი ქვეყანა, საფრანგეთი დაუქნევს ხელს? თუ რამის გაკეთება გინდა, აგერ ქენი. ზოგადად, სწორად არ მიმაჩნია, კონკრეტულად უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან“, - განაცხადა კახიშვილმა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა და მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულ ექსპრეზიდენტს მოდერნიზაციის სიმბოლო უწოდა.