Scope Ratings-ის მიერ Lisi Lake Development-ის რეიტინგის შემცირება ფინანსურად და რეიტინგულად სხვა მოცემულობას დააყენებს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ცხადია, რომ ეს ფინანსურად და რეიტინგულად სხვა მოცემულობას დააყენებს. ისინი ვერ შეძლებენ იგივე ფასში ამ ფასიანი ქაღალდების რეალიზაციას. რეიტინგულად ასევე ბუნებრივია, ინვესტორი ათასჯერ დაფიქრდება, რომ ის ფასიანი ქაღალდები შეიძინოს, რომელსაც აბსოლუტურად სხვა ღირებულება ჰქონდა გარკვეული პერიოდით ადრე. პოლიტიკურად თაღლითობასაც ხშირად ეწევიან „ლელოს“ დამფუძნებლები“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
Scope Ratings-მა უძრავი ქონების ქართული დეველოპერის Lisi Lake Development-ის რეიტინგი B+დან B მინუსამდე შეამცირა, პროგნოზი კი „სტაბილურიდან“ „ნეგატიურზე“ შეცვალა. Scope Ratings-მა ასევე შეამცირა პრიორიტეტული არაუზრუნველყოფილი ვალის რეიტინგი BB- დან B-მდე.