პრემიერს დღეს აქვს პირველი ვიზიტი ბრიუსელში და ეს არ არის შემთხვევითი. ეს არის მკაფიო პოლიტიკური სიგნალი ყველასთვის, მთელი მსოფლიოსთვის, რომ ახალი პრემიერ-მინისტრისთვის ევროკავშირი და ნატო არის მთავარი მიმართულება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, ირაკლი კობახიძე სურდა, რომ მისი პირველი საგარეო ვიზიტი ბრიუსელში ყოფილიყო.
„ირაკლი კობახიძეს ექნება ძალიან მაღალი დონის შეხვედრები, როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში. ასევე, გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. ამასთან, ჯოზეფ ბორელის განცხადებაც გავრცელდა, რომ საქართველო კარგად მუშაობს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, შესაბამისად ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სამხარაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.