კოალიციის წინააღმდეგი არ ვართ, თუ ვნახავთ საერთო ენას - ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს ოპოზიციური ხმები, - ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.
„ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ოპოზიციამ გაიმარჯოვს - „სტრატეგია აღმაშენებელი“ შემოვიდა და შევქმენით „გამარჯვების პლატფორმა“. თუ ვინმე სხვასაც ექნება სურვილი, რა თქმა უნდა, არ ვართ წინააღმდეგი, თუმცა თუ ვნახავთ საერთო ენას. ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს ოპოზიციური ხმები“, - აღნიშნა ხაჯიშვილმა.