ირაკლი ბერაია: თუკი ზურაბიშვილი გააკეთებს იმას, რასაც მას სთხოვენ - შეიწყალებს სააკაშვილს, ის ქართველი ხალხის რისხვას ნამდვილად ვერ აიცილებს თავიდან

ირაკლი ბერაია: თუკი ზურაბიშვილი გააკეთებს იმას, რასაც მას სთხოვენ - შეიწყალებს სააკაშვილს, ის ქართველი ხალხის რისხვას ნამდვილად ვერ აიცილებს თავიდან

თუკი ზურაბიშვილი გააკეთებს იმას, რასაც მას სთხოვენ - შეიწყალებს სააკაშვილს, რა თქმა უნდა, ის ქართველი ხალხის რისხვას ნამდვილად ვერ აიცილებს თავიდან. მან ეს ძალიან კარგად უნდა იცოდეს, - ამის შესახებ ირაკლი ბერაიამ განაცხადა. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ექსპრეზიდენტის გათავისუფლების შესახებ, კარგად კოორდინირებული საქმიანობის ნაწილია.

„რაც შეეხება თვითონ სიკორსკის განცხადებას, არ უნდა საუბრობდეს პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ტონით. რა თქმა უნდა, ჩვენ სიკორსკისა და სააკაშვილის მეგობრობაში ჩარევას არ ვაპირებთ, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ერთმანეთი. თუკი ის ითხოვს კრიმინალის, სახელმწიფო ტერორიზმის მანქანის შემქმნელის გათავისუფლებას და მას მოიხსენიებს როგორც ქართული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ ავტორს, ეს მისი პრობლემა არის“, - მიიჩნევს ბერაია.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა და მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულ ექსპრეზიდენტს მოდერნიზაციის სიმბოლო უწოდა.