ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო", მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 172,1 გრამი) გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 16 699.51 ლარი შეადგინა.
საქმე, შემდგომი რეგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.