ბიზნეს საქმიანობის წამოწყება და მისი სწორად მართვა ის საქმეა, რომელზეც ბევრი ფიქრობს და მარტივიც ჰგონია, თუმცა სტარტაპის შექმნა და მისი განვითარება უამრავი მნიშვნელოვანი დეტალის განსაზღვრასა და თითოეული ნაბიჯის დაფიქრებულადა და წინდახედულად გადადგმას მოითხოვს.
ბიზნესის წარმოებაში ნაკლებად ჩახედული ადამიანისათვის საუკეთესო გამოსავალია პროფესიონალების დახმარება, რათა საქმე სწორად განვითარდეს. ბიზნესის წარმოება უამრავი ადმინისტრაციული საკითხის სწორად დაგეგმვას საჭიროებს.
ასეთი მნიშვნელოვანი საკითხია სწორი სამეწარმეო სტრუქტურის შერჩევა, ისეთის რომელიც ახალ კომპანიას საშუალებას მისცემს მაქსიმალურად გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალსწინებული საგადასახადო შეღავათები და სახელმწიფო პროგრამები.
დამწყები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ბიზნესმენებისთვის ასეთ ინფორმაციასთან წვდომა ხშირად საკმაოდ რთულია, და ბევრ დეტალში გარკვევას მოითხოვს. განსაკუთრებით კი ეს ეხება ისეთ ბიზნესებს, რომლის მომხმარებლებიც უცხოელები იქნებიან.
საკუთარი დროის ოპტიმალურად გამოყენებისთვისა და პოტენციური რისკის შესამცირებლად შესაბამისი გამოცდილების მქონე საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა ერთადერთი სწორი გამოსავალია.
სწორედ ასეთი კომპანიაა ჯორჯაფაი, რომელიც დაგეხმარებათ როგორც ინდმეწარმის, ასევე მცირე მეწარმის რეგისტრაციაში. დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ სრული ინფორმაცია მცირე და ინდ მეწარმის უპირატესობებზე - რუსულ ენაზე (Открыть ИП в Грузии) ან ინგლისურ ენაზე (Register an individual entrepreneur in Georgia)
ორგანიზაციის სერვისები დისტანციურადაც ხელმისაწვდომია, რაც დროის, ფინანსებისა და ხარჯების ეკონომიისათვის ბევრს ნიშნავს.
კომპანია „ჯორჯიაფაი“ დაგეხმარებათ შეარჩიოთ და დაარეგისტრიროთ თქვენი ბიზნესისთვის სასურველი ბიზნეს სტრუქტურა და ისარგებლოთ ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმებით, რაც მეტ დროს მოგცემთ ბიზნესის მართვასა და განვითარებაზე კონცენტრირებისთვის.
კომპანიის ისტორია ჯერ კიდევ 2016 წლიდან იწყება, მას ნელ-ნელა შემოუერთდნენ პროფესიონალები და შეიქმნა მეგობრული გუნდი, რომელმაც უამრავ წარმატებულ სტარტაპ კომპანიას გაუკვლია გზა წარმატებისკენ.
ჯორჯიაფაი გთავაზობთ რაც შეიძლება მარტივად, ზედმეტი დროის დანახარჯის გარეშე შეძლოთ თქვენი ბიზნესის დარეგისტრირება და ეტაპობრივად გადადგათ წარმატების მომტანი ნაბიჯები.
კომპანიასთან დაკავშირება ძალიან მარტივია - ეწვიეთ საიტს და შეძლებთ, უმარტივესად გაეცნოთ მომსახურებათა ნუსხას, რომელსაც ჯორჯიაფაი გთავაზობთ;
საიტზე ასევე წარმოდგენილია საქართველოში ბიზნესის დაწყებისათვის საჭირო სრული ინფორმაცია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კი შეგიძლიათ იხილოთ ელექტრონული ფოსტის მისამართი და უშუალოდ მიმართოთ კომპანიას.
გისურვებთ წარმატებას!