ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანიზმა თავის პარტნიორს, ჯოდი ჰეიდონს ცოლობა სთხოვა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ალბანიზმა ჰეიდონს ხელი 14 თებერვალს სთხოვა. ამისთვის მან საკუთარი დიზაინით შექმნილი ბეჭედი გამოიყენა. ის ავსტრალიის პირველი პრემიერია, ვინც ასეთი გადაწყვეტილება თანამდებობაზე ყოფნის დროს მიიღო. ალბანიზმა საზოგადოებას თავის პირად ცხოვრებაში ცვლილებების შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სელფით აცნობა, რომელსაც დაურთო წარწერა: „მან თქვა კი“.
60 წლის პრემიერმა და 45 წლის ჰეიდონმა ერთმანეთი 4 წლის წინ, ბიზნეს-სადილზე გაიცნეს. ორივე ავსტრალიის რაგბის ეროვნული ნაკრების გულშემატკივარია.