ფიზიკური პირის ქონების/აქტივის მიწოდებაზე საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საანგარიშო პერიოდად განსაზღვრულია კალენდარული თვე, ნაცვლად კალენდარული წლისა

ფიზიკური პირის ქონების/აქტივის მიწოდებაზე საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საანგარიშო პერიოდად განსაზღვრულია კალენდარული თვე, ნაცვლად კალენდარული წლისა

2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის  153-ე მუხლში განხორციელებული ცვლილება, (მიღების თარიღი 05.04.2023) რომლის მიხედვით ფიზიკური პირისთვის, რომელიც   არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში აქტივის რეალიზაციიდან იღებს ნამეტ შემოსავალს, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდად განისაზღვრა კალენდარული თვე, ნაცვლად კალენდარული წლისა. დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, ფიზიკურ პირებს, საინფორმაციო ხასიათის შეტყობინება უკვე გაეგზავნათ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის საშუალებით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ აღნიშნული ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მიწოდებულ ქონებაზე/აქტივზე, კერძოდ:

  • საცხოვრებელ ბინაზე (სახლზე) მასზე დამაგრებული მიწით, რომლის რეალიზაცია ხორციელდება მისი შეძენიდან ან/და უსასყიდლოდ მიღებიდან 2 წლამდე ვადაში;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეალიზაცია ხორციელდება მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვემდე ვადაში;
  • სხვა ქონებაზე/აქტივზე, მათ შორის მიწაზე, რომლის რეალიზაცია ხორციელდება მისი შეძენიდან ან/და უსასყიდლოდ მიღებიდან 2 წლამდე ვადაში, ხოლო თუ ქონება/აქტივი მიწოდებამდე გამოიყენებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში, ამ ქონების/აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, მიუხედავად საკუთრებაში ფლობის 2 წლიანი ვადისა.

ფიზიკური პირი ვალდებულია ნამეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა (პირველი საანგარიშო პერიოდი-15 თებერვალი) საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია  და ამავე ვადაში გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი.

ფიზიკური პირების უკეთ ინფორმირების მიზნით, შემუშავებულია ვიდეო ინსტრუქცია, სადაც განხილულია ფიზიკური პირის, მათ შორის არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ, ქონების/აქტივის რეალიზაციის შემთხვევაში პირის საგადასახადო ვალდებულება და გადასახადის განაკვეთები, ასევე განხილულია მაგალითები და საშემოსავლო დეკლარაციის ელექტრონული ფორმით წარდგენის პირობები.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ბმულები:

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=nL3elVIRcFI

ცვლილება N 2768-XIმს-Xმპ საგადასახადო კოდექსში: https://infohub.rs.ge/ka/workspace/document/36a7135c-a7b8-4cce-a984-9d002a22e7bc

ცვლილება ,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში:

https://infohub.rs.ge/ka/workspace/document/2c49689c-06e8-4cad-aae1-d0665c1086d9

ხშირად დასმული კითხვები:

https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=1&tab=1