ანა ბუჩუკური ნიკა გვარამიაზე: მხოლოდ ის რომ ვიღაც გუნდიდან წამოვიდა იმას არ ნიშნავს, რომ მათი იდეოლოგიის მატარებელი არ არის

ანა ბუჩუკური ნიკა გვარამიაზე: მხოლოდ ის რომ ვიღაც გუნდიდან წამოვიდა იმას არ ნიშნავს, რომ მათი იდეოლოგიის მატარებელი არ არის

მხოლოდ ის რომ ვიღაც გუნდიდან წამოვიდა იმას არ ნიშნავს, რომ მათი იდეოლოგიის მატარებელი არ არის, - ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა რითაც ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის ახალ პოლიტიკურ გუნდს ქმნის.

„იყო „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის გამტარი მხოლოდ პარტიის სახელს არ ნიშნავს. ეს არის იდეოლოგია და რამდენად ემხრობი მაგალითად, სახელმწიფო ინსტიტუტზე, პარლამენტზე შტურმს ან არქმევ თუ არა იმ სახელს, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაარქვა. რამდენად იცავ იმ რეჟიმს, რომელიც კარგად გვახსოვს როგორ ექცეოდა საქართველოს მოქალაქეებს“, - აღნიშნა ბუჩუკურმა